სამართალი
კახეთში ტყის უკანონო ჭრის 14 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობის, მეორე ხარისხის ხე-ტყე, უკანონოდ მოჭრეს და სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს ტრანსპორტირება.
შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტყე / კახეთი /