სამართალი
ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1988 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ს.გ.-მ და 1991 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ ფულისა და ძვირფასეულობის მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა ერთ-ერთის კუთვნილი ავტომობილით, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენისთვის მომზადებული ნიღბები და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ყაჩაღობა /