სამართალი
გურჯაანში ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს რცხილას, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის უკანონო ხე-ტყე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტყე / გურჯაანი /