სამართალი
ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები თევზს ე.წ. სახლართი ტიპის ბადით იჭერდნენ.
ამოღებული და დალუქულია 15 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. შედგა შესაბამისი ოქმები. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალების, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება

| Print |
FaceBook Twitter Google