სამართალი
ახმეტაში ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 13 ცალი წიფლის სახეობის პირველი ხარისხის მორი. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1771.90 ლარს შეადგენს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტყე / ახმეტა /