სამართალი
ახმეტაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახერხის ტერიტორიაზე, უკანონო 1,2 მ3 წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ნახეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google