სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული საწარმოს მეშვეობით, 20 000 ლარის სანაცვლოდ, 196 690 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერეს. გაყალბებული დოკუმენტის მიხედვით,ჩასათვლელმა დამატებული ღირებულების გადასახადმა 30 003 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ემუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.



| Print |
FaceBook Twitter Google