სამართალი
ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016 - 2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 9 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google