გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს
უწყების ინფორმაციით, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და სიღნაღის
მუნიციპალიტეტებში, მოქალაეები წიფლისა და რცხილას სახეობის
მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრასა და შემდგომში, სათანადო
დოკუმენტაციის გარეშე მის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. შედგა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები,
შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს
გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები