ახმეტიდან გაუჩინარებული 86 წლის მოხუცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა
სამართალდამცველებმა, ახმეტიდან გაუჩინარებული 86 წლის ოლია
კაცელაშვილი უგზო-უკლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი გაუჩინარებიდან 5 დღე
გავიდა, რის გამოც ძებნის ოპერაცია შეწყდა. ოლია კაცელაშვილი სახლიდან
5 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას მეხსიერებასთან
დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები