სამართალი
თბილისის საკრებულოსთან “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის მერობის კანდიდატი დააკავეს
თბილისის საკრებულოსთან მომხდარი დაპირისპირების დრო, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, თორნიკე მაჭარაშვილი დააკავეს.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს აქციაზე მყოფმა პარტიის წევრებმა დაუდასტურეს.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ევროპული საქართველოს“ წევრები აქციას დილიდან მართავენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორისაა თორნიკე მაჭარაშვილი.

საკრებულოს შენობასთან ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია.


| Print |
FaceBook Twitter Google