სამართალი
მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის მერობისა და კაჭრეთის დეპუტატობის კანდიდატი გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
შემდეგი განხილვები 17 ოქტომბერს ჩაინიშნა, ხოლო ბრალდების მხარეს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

გათავისუფლებულთა შორისაა, "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ჯონი ამისულაშვილი.

-"გუშინ ივანიშვილისთვის მიწების გადაცემას ვაპროტესტებდით და დაგვაკავეს. გვედავებიან ლანძღვა-გინებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რასაც ადგილი არ ჰქონია. პირიქით, პოლიცია თვითონ გვაგინებდა და აქეთ გვიწევდა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ჯონი ამისულაშვილმა.

გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google