სამართალი
უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირი, საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად, ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი სიგარეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.


| Print |
FaceBook Twitter Google