სამართალი
სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ვალის გამო მოხდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ბრალდებულის ვინაობა სამართალდამცველებისთვის  უკვე ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google