სამართალი
თელავში 50 წლამდე ასაკის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გვიან ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე ასაკის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ფეხის არეში ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ აღნიშნულ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაჭრა / თელავი / შსს /