სამართალი
ბაკურციხეში მაღაზია გაქურდეს- გურჯაანის პოლიციამ ორი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
მათ სოფელ ბაკურციხეში მაღაზია გაქურდეს. სამართალდამცველებმა ისინი სოფელ ველისციხეში, ცხელ კვალზე აიყვანეს.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. პოლიციამ ნივთმტკიცებად ნაქურდალი ამოიღო. (პროდუქტები, სასმელები და სიგარეტები).

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google