სამართალი
გურჯაანის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
სამართალდამცველები მას გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ეძებდნენ.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მან არასრულწოვანს თავისუფლება ანგარიშსწორების მიზნით აღუკვეთა.
მსჯავრდებული უკვე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google