სამართალი
საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია- შსს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია- ამის შესახებ შსს ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფრორმაციით, მოცემული ანგარიშების თანახმად, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმების გამოვლენის ფაქტები, როგორიცაა - ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა.

-"2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად, 26 პოზიციით გაუმჯობესდა დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ინდექსი. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველომ 56-ე პოზიციიდან 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიდან არც ერთს არ დაუსახელებია რომელიმე სახის დანაშაული ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად, განსხვავებით ისეთი განვითარებული ქვეყნებისა, როგორიცაა - აშშ, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია და სხვა.

მოცემულ ანგარიშში, პოლიციისადმი ნდობის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო 42-ე პოზიციას იკავებს და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს."- ვკითხულობთ განცხადებაში.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დანაშაული / შსს /