სამართალი
თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თელავში, მდებარე ერთ-ერთ ავტოსერვისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
| Print |
FaceBook Twitter Google