სამართალი
კახეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მეზობელმა გააუპატიურა
კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მეზობელმა მამაკაცმა გააუპატიურა და ის ახლა ბავშვს ელოდება.
შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა და ახლა გახმაურდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი კაცს სოფლის მეურნეობაში ეხმარებოდა.

ამ დროისთვის ორსული სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ არის და მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

რაც შეეხება მამაკაცს, ის სქესობრივ კავშირს აღიარებს, თუმცა ძალადობის ფაქტს უარყოფს.  პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით აწარმოებს. 

ბრალდებულს ამ ეტაპზე პირობითი მსჯავრი შეეფარდა.  ბავშვს დაბადების შემდეგ დეენმის ანალიზი ჩაუტარდება და სასჯელზე სასამართლო ამის შემდეგ იმსჯელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google