სამართალი
სიღნაღის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროს ცნობითვე, სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google