სამართალი
გურჯაანში მაღაზია გაქურდეს - მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
გურჯაანში, აგრარულ ბაზარში მდებარე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. speqtri.ge- ინფორმაციით, წაღებულია ფული და პროდუქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.  მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.


| Print |
FaceBook Twitter Google