სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში,
ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. გამთენიისას დაწყებული
სპეცოპერაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და დაკავებულია სამი
პირი.
ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად
მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი
სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს.
სავარაუდოდ, სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები