სამართალი
ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - დაჭრილია ოპერატორი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წუხელ სამმა პირმა ბენზინგასამართი სადგური (შპს "ნიკა") დააყაჩაღა. იარაღით დაჭრეს ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ თევზაძის ინფორმაციით, მას ჭრილობა ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც speqtri,.ge-ს შპს „ნიკას“ მფლობელმა დავით სამადაშვილმა განუცხადა, მძარცველებმა 1000 ლარის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

| Print |
FaceBook Twitter Google