სამართალი
ყაჩაღობა სოფელ ჩუმლაყში - ნაცემია ოჯახის წევრი
გურჯააანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით, ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, უცნობია.
თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, გივი ლიპარტაშვილი იარაღის კონდახით სცემეს. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ყაჩაღობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეშიც. სამმა პირმა ბენზინგასამართი სადგური (შპს "ნიკა") დააყაჩაღა. იარაღით დაჭრეს ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.

| Print |
FaceBook Twitter Google