სამართალი
ახმეტაში მოქალაქემ შველი მოკლა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში მოქალაქემ შველი მოკლა. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / შველი /