სამართალი
უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა,  ბრალდებული ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA”, „HENNESSY“, „IJEVAN“ და „ARARAT“, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google