სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ა.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ჰეროინი /