სამართალი
იანვრის თვეში კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 49 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, პირველიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 შემთხვევა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 49 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა - 21 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 5 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 14 ფაქტი, ქვემო ქართლის მასშტაბით - 19 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 26 ფაქტი. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 14 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი ერთი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google