სამართალი
ლაგოდეხის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანში ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა
| Print |
FaceBook Twitter Google