სამართალი
შსს მიერ ბოლო პერიოდში გახნილი რამდენიმე ნარკოდანაშაული
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატისტიკას აქვეყნებს.


„ამოღებულია: 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების განზრახვა დროულად აღკვეთეს. ასევე, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“-აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, არაერთხელ მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება.

„2018 წლის 21 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8 კილოგრამი ოპიუმი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის დეკემბერში გამოვლენილი ფაქტებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
• სამართალდამცველებმა, თბილისში 1 პირი დააკავეს. ამოღებულ იქნა 500 აბზე მეტი ბუპრენორფინის შემცველი სუბუტექსის აბები.
• ასევე, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბია
ამოღებული ქ. თბილისში. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
• 1 პირის დაკავება მოხდა „წითელ ხიდთან“. ამოღებულია 3 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
• 3 პირის დაკავება მოხდა ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში. ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
• ასევე, დაკავებულ იქნა ირანის მოქალაქე. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
2018 წლის იანვარში, სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან ერთად, ამოღებულია 376 აბი „სუბოქსინი“, 298 აბი „ექსტაზი“, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ასევე, 100 გრამზე მეტი ჰეროინი, 500 ფირფიტაზე მეტი ფსიქო აქტიური ნივთიერება ე.წ «ბიო»,ეს არის ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების არასრულო ჩამონათვალი.“


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსული გოგო მამის
მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსული გოგო მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
13:53 / 17.06.2019
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა
გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,აიპრესსი“ ავრცელებს.
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,აიპრესსი“ ავრცელებს.
13:47 / 12.06.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული
გოჩა მაისურაძის, თენგიზ ჯანიაშვილისა და მამუკა უსინაშვილის
სასამართლო პროცესი გაიმართა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული გოჩა მაისურაძის, თენგიზ ჯანიაშვილისა და მამუკა უსინაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
13:22 / 11.06.2019
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა
დააკმაყოფილა და ლაგოდეხში
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლაგოდეხში
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
11:53 / 11.06.2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებიო სამსახური გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მერის წარმომადგენელს ავთანდილ
შიშნიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებიო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მერის წარმომადგენელს ავთანდილ შიშნიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
18:55 / 23.05.2019
სხვა ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.
17:56 / 29-05-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.