სამართალი
2017 წელს 37 944 დანაშაულია რეგისტრირებული, რომელთა 53.2% გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს.

შსს-ს ცნობითვე, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:

- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 108-116-ე მუხლები) - 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.7% (ამ სახის რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა 2016 წელთან შედარებით - 11.9%-ით);

-დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 117-126 პრიმა მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 14.1% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 14.8%-ით);

- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 142-170-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.2% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 23.2%-ით);

-დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 177-189-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 37.9% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 8.1%-ით);

- დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 287-306-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.3% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 127.8%-ით);

-დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 343-363-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.4% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 17.5%-ით);

-დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 377-381პრიმა-2 მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.5% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 20.5%-ით).
რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:

- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 222-239-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 4.1% (კლება 2016 წელთან შედარებით- 19.5%-ით);

- ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12.5% (კლება 2016 წელთან შედარებით - 8.3%-ით);

-სატრანსპორტო დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 275-283-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.9% (კლება 2016 წელთან შედარებით - 16.4%-ით).


უწყების ინფორმაციითვე, კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულში (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები). ამასთან, კლება ფიქსირდება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 273-პრიმა მუხლები).

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google