გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის და
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების თანამშრომლებმა, უკანონო სახერხი
საამქროები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, არარეგისტრირებული დანადგარები - ე.წ. ლენტური
ტიპის ხერხები - მოქალაქეებს, ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის
მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო
ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი. საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში,
განთავსებული იყო 3.2 მ3 მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი
- ფიცარი და 20 მ3-მდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი)
სამასალე მორი.ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი
ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ოქმები საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2
ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3
ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით), არარეგისტრირებული სახერხი
დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და
მოწყობილობის კონფისკაციით).
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.
მასალის გამოყენების პირობები