სამართალი
"ბადაგონის“ მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია "ბადაგონთან” დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყების საფუძველი  შპს ,"ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება გახდა.

ცნობისთვის, "ბადაგონი" ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს. 


| Print |
FaceBook Twitter Google