სამართალი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, გამთენიისას სოფელ კალაურში, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ისინი მოპარულ ტელევიზორს, იარაღსა და ხელთათმანებს ეძებდნენ, თუმცა ბინიდან  ნივთმტკიცება არ წაუღიათ.

"ყველამ იცის ჩვენ ვინც ვართ, როგორ ვშრომობთ და ვწვალობთ. უსაფუძვლოდ მოვარდნენ, 25 - მდე შეიარაღებული პოლიციელი იყო. ორი მანქანით სპეცრაზმიც მოვიდა. ისე შემოცვივდნენ თითქოს დამნაშავეები ვყოფილიყავით. მოპარულ ორ ტელევიზროს, იარაღსა და ხელთათმანებს ეძებდნენ. ჩემი ძმა წაიყვანეს დაკითხვაზე და რამდენიმე წუთია, რაც გამოუშვეს. ვფიქრობ, ეს ამბავი წარსულს უკავშირდება რადგან, მამაჩვენი მხედრიონის დაჯგუფების წევრი იყო, რის შემდეგაც ჩვენს ოჯახზე მუდმივად ხდება დანაშაულის დაბრალება"- აღნიშნა მალხაზ ამონაშვილმა.

ზეწოლის ფაქტს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ალექსი ამონაშვილი ქურდობის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხეს.


| Print |
FaceBook Twitter Google