სამართალი
35 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე ფერმაში მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.

1982 წელს დაბადებულმა მამაკაცმა 35 წლის ნათესავი ცეცხლასროლოლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე,  სოფელ კაზლარში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, დანაშაულის იარაღი, თოფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google