სამართალი
კახეთისა და აჭარის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულმა რ.ბ-მ და 1997 წელს დაბადებულმა ნ.ბ-მ 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აჭარა / კახეთი / შსს /