სამართალი
თემქის დასახლებაში გარდაცვლილი გოგო იპოვეს
დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში,  ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია.

-"იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა."-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო.



| Print |
FaceBook Twitter Google