სამართალი
ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.


უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები შემოიტანა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებია ამოღებული. რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 191 381 ლარს შეადგენს. ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google