სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1991 წელს დაბადებული ლ.კ., ქურდობის ბრალდებით, გურჯაანში დააკავეს.
როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიიდან სხვადასხვა დასახელების სიგარეტი და პროდუქტი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაღაზიიდან მოპარული პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google