სამართალი
თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, ხოლო კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი.

მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google