სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა -რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი“. ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google