სამართალი
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.


როგორც გამოძიებამ დადგინა, ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი ასლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google