სამართალი
მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი სარფის საბაჟოზე
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა,  თურქეთის მოქალაქეს, საკუთარ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში  839 სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი გადაჰქონდა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google