შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს
დაბადებული ხ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და
გასაღების ბრალდებით, დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას
სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ ხ.კ.-ს
მიერ გაყიდული 2 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის
მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები