სამართალი
სოფელ ბაკურციხეში მარცვლეულის მაღაზიიდან 100 ლარამდე თანხა მოიპარეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე მარცვლეულის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 100 ლარამდე თანხა.
დილით მაღაზიის მეპატრონეს კარი გატეხილი დახვდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმიდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google