სამართალი
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

როგორც  გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშდოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google