სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 202 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, მათ შორის 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 202 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 66 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 45 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში- 46 ფაქტი, შიდა ქართლში - 18, ქვემო ქართლის მასშტაბით - 115 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 95 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 78 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 28 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე-ტყე /