სამართალი
"საქართველოს ბანკის" გურჯაანის ფილიალში აუდიტი მუშაობს, მოლარემ კი თვითმკვლელობა სცადა
"საქართველოს ბანკის" გურჯაანის ფილიალის მოლარე ე.რ.-მ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც აუდიტის სამსახურმა ფინანსური შემოწმება დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, ის მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარობა სტაბილურად მძიმეა. როგრც შსს-ში განგვიცხადეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოლარეს რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.

speqtri.ge ყველა საგამოძებო უწყებას დაუკავშირდა, თუმცა თანხის შესაძლო გაფლანგვაზე საქმე ამ ეტაპზე აღძრული არ არის. ჩვენ საქართველოს ბანკსაც მივმართეთ და მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ფილიალის მმართველსა და სალაროს გამგეს.




| Print |
FaceBook Twitter Google