სამართალი
სუს-მა მერის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით  20 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა გამოართვა, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით),რაც სასჯელის სახით  7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google